15:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-29 10:27:47, 2475 ნახვა

მსოფლიო
სროლა ნიუ-იორკის ცენტრში: ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი პოლიციელი

ორშაბათს, მანჰეტენის ცენტრში მდებარე საოფისე შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს არ იმყოფებოდა, დაიღუპა.

ეჭვმიტანილი ნევადელი შეინ ტამურა იყო. პოლიციის თქმით, მან თავი მოიკლა.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ტამურა შენობაში M4 ტიპის ავტომატით შევიდა, სადაც მან მაშინვე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი და ორი მამაკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი პირი მძიმედ დაიჭრა. შემდეგ ის იმ სართულზე ავიდა, სადაც რუდენის შენობის მენეჯმენტის ოფისი მდებარეობს და ქალი მოკლა.

ამის შემდეგ თამურა შენობის ფოიეში დაბრუნდა და თავი მოიკლა. ნიუ-იორკის პოლიციის კომისრის, ჯესიკა ტიშის თქმით, 27 წლის თავდამსხმელი ლას-ვეგასში ცხოვრობდა და ფარული ტარების ნებართვა ჰქონდა. მან ასევე განაცხადა, რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ცათამბჯენი, სადაც ტრაგედია მოხდა, ხმაურიან მიდთაუნის რაიონში, ცენტრალური პარკიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. მასში განთავსებულია ქვეყნის წამყვანი ფინანსური ფირმების, მათ შორის Blackstone-ისა და KPMG-ის ოფისები, ირლანდიის საკონსულო და ეროვნული საფეხბურთო ლიგის შტაბ-ბინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics