|
2016-03-16 09:32:04, 940 ნახვა
რეგიონი
აჭარის სსდ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა გრძელდება. აჭარის რაიონულ ცენტერებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა. ტექნიკა ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდება. 20-მდე დასახელების სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება. ინვენტარის გადაცემის პროცესს პირადად დაესწრო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა. დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები ყველა ეკიპაჟში დამონტაჟდება. ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა. ასევე, რაიონულ სამსახურებში კომპიუტერული ტექნიკა განაწილდება, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება. რეგიონული სსდ ცენტრების სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარით აღჭურვა 9 მარტს დაიწყო. მოწყობილობები უკვე გადაეცა იმერეთისა და კახეთის რეგიონებს. მომდევნო ეტაპზე კი, სამედიცინო ინვენტარი სამეგრელოს სასწრაფო დახმარების ცენტრებს გადაეცემა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)