02:12 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-02 16:45:27, 1350 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრესმდივანი - არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

უკრაინასა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმება მინერალების შესახებ არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას და არ იქნება დაბრკოლება ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებისთვის.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესმდივანმა, პაოლა პინიომ განაცხადა.

ევროკომისიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ითვალისწინებს უკრაინის გეგმებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ევროკავშირის კანონმდებლობას, რაც, ცხადია, საკვანძო მნიშვნელობისაა. ეს არის ის, რაც ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან განვიხილეთ. ჩვენ გვესმის, რომ ეს მათ ინტერესებშიც შედიოდა, დარწმუნებულიყვნენ, რომ შეთანხმება არ გახდება დაბრკოლება მომავალში ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა პაოლა პინიომ.

უკრაინამ და აშშ-მა მინერალების შესახებ შეთანხმებას 30 აპრილს ვაშინგტონში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ითვალისწინებს. შეთანხმების ტექნიკური ნაწილი ჯერ არ არის გაფორმებული და გამოქვეყნებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics