23:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-01 21:42:09, 3047 ნახვა

სხვადასხვა
გია ხუბუამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა დატოვა
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

გია ხუბუა აცხადებს, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

მისი თქმით, უფრო მეტი დრო სურს, დაუთმოს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას.

ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია.

წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში”, - აღნიშნავს ხუბუა “ფეისბუქზე” გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics