23:23 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 13:42:26, 1250 ნახვა

ომი უკრაინაში
AP - რუსეთი მოლაპარაკებებში პოზიციის გასაძლიერებლად ახალ შეტევას გეგმავს

Associated Press-ის ცნობით, უკრაინის მთავრობა და სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ძალები ახალ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ, რათა გაიზარდოს წნეხი უკრაინაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კრემლის პოზიცია გაძლიერდეს. 

უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ახალი ოპერაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყოველგვარ მიზეზს მისცემდა, რათა მეტი ტერიტორიის მისატაცებლად ბრძოლის დროებით შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გადაევადებინა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ომის დასრულების შესახებ პროდუქტიულ დიალოგში ჩართვის არანაირი განზრახვა არ გააჩნია.

სამხედრო ანალიტიკოსებისა და მეთაურების შეფასებით, საგაზაფხულო საბრძოლო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კრემლი 1000-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე მრავალმხრივ შეტევას განიხილავს. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რომელიც უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებს ციტირებს, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება უკრაინის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. 

"ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ, გაჭედონ აშშ დაუსრულებელ და უაზრო დისკუსიებში ყალბი "პირობების" შესახებ მხოლოდ იმიტომ, რომ დრო მოიგონ და შემდეგ მეტი მიწის მიტაცება შეძლონ. პუტინს ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებები უფრო ძლიერი პოზიციიდან სურს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 27 მარტს პარიზში გამართულ ვიზიტზე. 

Associated Press-ის ცნობით, აღნიშნულ შეფასებაზე კიევს G7-ის ორი ანონიმური დიპლომატი დაეთანხმა. 

უკრაინის არმიის მეთაურების განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში თავდასხმები გააძლიერა, რათა პოტენციურ ახალ შეტევამდე საკუთარი ტაქტიკური პოზიციები გაიუმჯობესოს. 

"მათ დრო სჭირდებათ მაისამდე, სულ ესაა". - გამოცემასთან საუბრისას თქვა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა პავლო ნაროჟნიმ, რომელიც ჯარისკაცებთან ერთად მუშაობს და სადაზვერვო ინფორმაციასაც მათგან იღებს. 

კიდევ ერთი სამხედრო ანალიტიკოსის, ოლექსიი ჰეტმანის თქმით, შეტევა, რომელსაც რუსეთი ამზადებს, სავარაუდოდ, 6-დან 9 თვემდე გასტანს, "თითქმის მთელი 2025 წელი".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics