12:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 13:13:17, 1286 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო - დღევანდელ ვითარებაში არჩევნები ჩვენი სამშობლოსთვის საწამლავია

 

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თვლის, რომ არასწორია არჩევნების ჩატარება უკრაინაში სტაბილური მშვიდობის დამყარებამდე.

"ასეთ რთულ ვითარებაში, საარჩევნო კამპანიამ შეიძლება გაანადგუროს ქვეყანა შიგნიდან და საგრძნობლად დაასუსტოს იგი", — განაცხადა კლიჩკომ ხუთშაბათს, 20 თებერვალს DW-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბრიუსელში პაველ ადამოვიჩის პრემიის პრეზენტაციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს ჯილდო ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცებაში, ადამიანის უფლებების დაცვასა და ევროკავშირში სამოქალაქო სოლიდარობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემათ.

"დღევანდელ ვითარებაში არჩევნები ჩვენი სამშობლოსთვის საწამლავია. როგორც კი მშვიდობა თანდათან დაბრუნდება უკრაინაში, შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნება არჩევნები", — ამბობს ვიტალი კლიჩკო.

მისი აზრით, ახლა არჩევნებისთვის მომზადებას აზრი არ აქვს, რადგან „საკითხი, იარსებებს თუ არა უკრაინა, ღიაა“.

"მაშინ, როცა უკრაინელები დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვიან, ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გააერთიანონ თავიანთი ძალა, რათა ბოლო მოეღოს ომს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, უკრაინის ირგვლივ ერთიანობის არსებობა", — შეაჯამა კიევის მერმა.

19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას მიეძღვნა. მან თქვა, რომ ზელენსკი დიქტატორია, უკრაინისთვის ომის აცილება შეეძლო და 4%-ის მხარდაჭერა აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics