23:40 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-29 11:08:44, 37394 ნახვა

ევროპის ამბები
ხოშტარია ამაღლობელზე - შიმშილობის მე-18 დღე საგანგაშოა, გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია

შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა. გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ, ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტაქიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი - ამის შესახებ წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. 

,,ექიმმა გამაფთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს.

კოორდინაცია ირღვევა.

პერიოდული დერეალიზაცია.

ღებინება.

აღქმის შენელება.

ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ.

მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტელევიზიით ვჩანდი.

მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე.

ჩემთვის რომ გეკითხათ, მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს.

მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!

ბოდიშს ვიხდი, ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს, გაგიზიაროთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე" - წერს ხოშტარია.

ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-18 დღეა შიმშილობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics