10:49 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-13 22:07:30, 567 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი - პატივს ვცემთ გუნდის წევრების უფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას

Tbc ბანკი განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება სამსაათიან საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას და აღნიშნავს, რომ ბანკი იცავს მათი გუნდის წევრების გამოხატვის თავისუფლებას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათთვის საბანკო სერვისების მიწოდება უპირველესი პასუხისმგებლობაა.

"თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.

საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა.

თიბისი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი", — ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე და პროტესტში ჩართული აქტივისტები [პაატა ციკოლია, კახა კინწურაშვილი, ელენე ქაიხოსროშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი] თიბისი ბანკის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდნენ და როგორც ირკვევა, მიიღეს პირობა, რომ პრობლემები არ შეექმნებათ ბანკების თანამშრომლებს, რომელთაც სურვილი ექნებათ, მონაწილეობა მიიღოს საყოველთაო გაფიცვაში.

საყოველთაო გაფიცვა 15 იანვარს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics