18:18 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 15:24:31, 782 ნახვა

სხვადასხვა
Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა

Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.

მილიარდერების სიის ლიდერი ისევ ბილ გეითსია. მაიკროსოფტის დამფუძნებელი სიის სათავეში უკვე მე-17–ედ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ მისი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 4 მილიარდით შემცირდა.

მეორე ადგილს 67 მილიარდიანი კაპიტალით ესპანელი ბიზნესმენი, კომპანია Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა იკავებს. სიაში მესამე პოზიციას ინარჩუნებს ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მოღვაწე მექსიკელი ბიზნესმენი კარლოს სლიმ ელუ მოყვება.

სიის ათეულში მოხვდენენ ონლაინ მაღაზია ამაზონისა და ფეისბუქის დამაარსებლები ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგიც.

მილიარდერთა სიაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდი დოლარით 298-ე ადგილს იკავებს. 

ცნობისთის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია წელს 1 810 გვარისგან შედგება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics