2024-08-12 10:45:11, 536 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთში, ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონში მოქალაქეთა ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გლადკოვმა აღნიშნა, ევაკუაციის მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების „აქტიურმა მოქმედებებმა გამოიწვია".
„ჩვენ საგანგაშო დილა გვაქვს: მტერი აქტიურობს კრასნოიარუჟის საზღვარზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ყველაფერს გაააკეთებენ, რომ საფრთხეს გაუმკლავდნენ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად ვიწყებთ ადამიანების გაყვანას, რომლებიც კრასნოიარუჟის რაიონში ცხოვრობენ“,- განაცხადა გუბერნატორმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,