10:17 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 09:35:49, 862 ნახვა

რეგიონი
კასპის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და დეპუტატებთან ერთად, ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ქისიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მჭედლიშვილი და საკრებულოს დეპუტატები ახალქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეძმისხევის, ახალსოფლის, ჭყოპიანის, კაპრაშიანის, გარიყულას და ერთაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შესარჩევი პროექტები განხილეს, რომელიც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობის მიხედვით შეარჩიეს.

"მოსახლეობამ არჩევანი საუბნო გზებზე, სანიაღვრეს მოწყობა - მოხრეშვაზე, გარეგანათებისა და სკვერის მოწყობაზე გააკეთა. 

ამასთან ერთად, დავით ქისიშვილმა სოფელ ერთაწმინდის მოსახლეობას საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის თანახმად მიმდინარე წელს სოფელში გაზიფიცირების 
სამუშაოები იწყება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პროექტების შერჩევა დამოკიდებულია მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპზე, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ განსახორციელებელ პროექტებს.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის 17 ადმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელში გაიმართება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics