15:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-07 10:46:33, 714 ნახვა

საზოგადოება
გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს თანაუგრძნობს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს.

„გიორგი ბერუაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ბოლო მომენტამდე ვერ მოხერხდა მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო. თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. გიორგი ბერუაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯებს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიღებს.

გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს, ლიკანში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი მეორე პოლიციელის გიორგი მახარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად ის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას. შალვა აბულაძის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics