15:47 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 19:51:53, 627 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: მეცნიერთა ხელფასები იანვრიდან 250 %-ით არის გაზრდილი

„მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით გაიზარდა, ასევე შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერის თქმით,  მთავრობა ქვეყნის სამეცნიერო ტრადიციების განვითარების მიმართულებით ძალისხმევას არ დაიშურებს.
„უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო საბჭოს დახმარებით მოხდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების გრძელვადიანი - ათწლიანი სამოქმედო გეგმების შემუშავება. ბოლო წლებში ჩვენს მეცნიერებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ დაფინანსება და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს უკვე გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული გრძელვადიანი სამეცნიერო პროგრამები და, რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ სახელფასო პოლიტიკა ამ სფეროში - მეცნიერთა ხელფასები საშუალოდ 250 პროცენტით არის გაზრდილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საბჭოს წევრებმა პირველ სხდომაზე მეცნიერების და ინოვაციების მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან პერიოდში განსახორციელებელი პროექტები წარადგინეს.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი ქართველი მეცნიერები.
საბჭოს ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics