19:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-27 11:09:41, 771 ნახვა

სამხედრო
ოკუპანტები დონბასში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

მტერი შეეცდება უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. - ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.

„როგორც ჩანს, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობაზე, რომლებიც უშუალოდ მდებარეობენ ქვეყნის აღმოსავლეთით სეპარატისტული რეგიონების მოპირდაპირედ, რათა წინ წავიდნენ ჩრდილოეთით ხარკოვისა და სამხრეთით მარიუპოლისკენ“, - ნათქვამია განცხადებაში. 
ამავდროულად, აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში მტრის პოზიციები ძირითადად ადგილზე რჩება და ადგილობრივი უკრაინული კონტრშეტევები აფერხებს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს ძალების რეორგანიზაცია.

მანამდე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია რამდენიმე შენაერთს ჩერნობილის რეგიონში, მოგვიანებით კი ბელორუსიაში გაჰყავდა, მათი მიზანია აღადგინონ  საბრძოლო შესაძლებლობები და გადაკეტონ, კიევი სამხრეთ-დასავლეთიდან.

დონეცკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს გადაჯგუფებას და დამრტყმელი ჯგუფების შექმნას, რათა განაახლონ შეტევითი ოპერაციები, რათა მიაღწიონ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს. კერძოდ, პოპასნაიაში, არტილერიის მხარდაჭერით, ცდილობდა თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას, არ გამოუვიდა, ზარალი განიცადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics