10:46 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 17:25:33, 687 ნახვა

ეკონომიკა
ოთარ დანელია: ყურძნის ფასის გადახედვა ჩვენი პრეროგატივა არ არის

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია საზოგადოებას "რთველი 2015"-ის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. როგოც დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყურძნის ფასის გადახედვა მთავრობის პრეროგატივა არ არის და მიუხედავად იმისა, რომ წელს სუბსიდირება არ იგეგმებოდა, მისი განხორციელება მაინც მოხდება.
"საზოგადოებას, მევენახეებს, მეღვინეებს, დეპუტატებს გავაცნობთ რეალურად არასებულ სიტუაციას და სიცხადეს შევიტანთ, თუ რა ხდება რეალურად, რა გავაკეთეთ ჩვენ, როგორ მიმდინარეობს რთველი. ფასის გადახედვა ჩვენი პრეროგატივა არ არის. ჩვენ გვაქვს სუბსიდირება, რომელსაც არ ვგეგმავდით, მაგრამ გავაკეთებთ. დავამტკიცეთ შარშანდელი ნიშნულები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ გადავხედავთ. ეს არის საბიუჯეტო სახსრები, ხალხის ფული და ჩვენ ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არის მაქსიმალური რესურსი, რისი გამოყოფაც ამ ეტაპზე სახელმწიფომ შეძლო. ქარხნების ნებაა, რას გადაიხდიან და როგორ.ამას უკვე ბაზარი დაარეგულირებს",-აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის დავალებით, წლევანდელ რთველზე მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს. როგორც აღინიშნა, ძირითადად შარშანდელი მიდგომები გავრცელდება, თუმცა ასევე  გარკვეული ცვლილებებიც იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი ორბანის არჩევნებში დამარცხებაზე: სიძულვილით გამარჯვება შეუძლებელია
ირანმა აშშ დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში და უარი თქვა მოლაპარაკებების ახალ რაუნდზე
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics