2020-07-17 10:10:47, 8879 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე ქაბულში გაიმართა.
I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს.
ქართველი სამხედროების ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ძალთა დაცვის ამოცანების შესრულება იქნება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),