2020-05-05 19:53:57, 19824 ნახვა
ომი უკრაინაში
ხათუნა ზახაშვილი - მცირეწლოვნებისთვის ნიღბების ტარება რეკომენდირებული არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მცირეწლოვნებისთვის ნიღბების ტარება რეკომენდირებული არ არის.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, მცირეწლოვნებში მთავარია ყურადღება სოციალურ დისტანცირებას მიექცეს.
"ნიღბის ტარება არ არის რეკომენდირებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის. განსაკუთრებით ყურადღებას გთხოვთ მშობლებს, ვისაც გყავთ პატარა ბავშვები, მათთვის ნიღაბს ვერ მოიხმართ და უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ფიზიკური და სოციალური დისტანცირება, რათა შენარჩუნებული იყოს მათი ჯანმრთელობა და არ შეექმნათ დაავადების გადაცემის რისკები," - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან