02:22 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-26 18:14:53, 499 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პრეზიდენტმა მარიუპოლში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოხატა და უკრაინელ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუნდაც ომის პირობებში, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს და ის არ უნდა დარჩეს საერთაშორისო რეაგირების გარეშე.

საქართველო კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედოვნებს, რომ უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს.

გთხოვთ, ქართველი ხალხისა და ჩემი სახელით სამძიმარი გადასცეთ დაღუპულ ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, - აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics