14:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 16:53:20, 1016 ნახვა

კომენტარი
თეა წულუკიანი: კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია

"კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია",-ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "The Washington Post"-ის  მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც,  არავინ ელოდა, რომ 2008 წლის შემდეგ შესაძლებელი იყო, საქართველოში  გაჩენილიყო სენტიმენტები  რუსეთის მიმართ.

 ასევე, სტატიაში ვარაუდია გამოთქმული, რომ საქართველო შესაძლოა, რუსეთის ორბიტაზე ბრუნდება.

წულუკიანის მტკიცებით,  მყარად არის გადაწყვეტილი, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და ეს მისწრაფება ეჭვქვეშ არასოდეს დადგება.

"საქართველოში მყარად არის გადაწყვეტილი, რომ ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა. ეს მისწრაფება არ დადგება ეჭვქვეშ არასდროს, რადგან ეს არ არის რომელიმე მთავრობის გადასაწყვეტი. ჩვენ დასავლურ გზაზე ვმოძრაობთ და ვიმოძრავებთ წარმატებით. რაც შეეხება რაიმე ტიპის ჯგუფების გაძლიერებას, რომ პრორუსული, ან კრემლის მოძლიერება საქართველოში შეიმჩნეოდეს. მიმაჩნია, ეს არის გადაჭარბებული შეფასება. კრემლის ღირებულებებს საქართველოში აღორძინება არ უწერია",-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics