14:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-22 14:45:23, 774 ნახვა

საზოგადოება
აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა

აბაშაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ოფისი გაიხსნა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე ესწრებოდნენ.

რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში  როგორც თანამშრომელთა სამუშაო გარემო, ისე მოქალაქეთა მომსახურების სტანდარტები გაუმჯობესდა. დღეიდან იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამი უწყების მომსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა  ერთ შენობაში მიიღებს. 

სამსართულიანი შენობის რეკონტრუქცია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. არქიტექტორ გიორგი კირთაძის პროექტის მიხედვით სამუშაოები  ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია „მეგა-სერვის ჯგუფმა“ ჩაატარა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ,  მიხეილ სარჯველაძემ სამივე სამსახურის თანამშრომლებს ახალი ოფისის გახსნა მიულოცა,  მადლობა გადაუხადა  და წარმატებები უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics