12:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-06 13:23:20, 7036 ნახვა

კულტურა
მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში McMafia, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.

McMafia ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა.

სერიალი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას ტრაგიკული შემთხვევა არ აძლევს. მთავარ გმირს კრიმინალურ სამყაროში დაბრუნება უწევს. მან საყვარელი ადამიანები უნდა დაიცვას. სერიალს 4 მთავარი პერსონაჟი ეყოლება.

სერიალის გადაღება უკვე 7 თვის განმავლობაში გრძელდება.

McMafia-ს სცენარი მიშა გლენის ბესტსელერი წიგნის მიხედვით ჰუსეინ ამინმა და ჯეიმს უოტკინმა შექმნეს. სერიალს, ერთდროულად, BBC, AMC და Cuba Pictures იღებენ.

BBC-მ სერიალის პირველი ტრეილერი უკვე გაავრცელა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics