2015-04-21 19:27:23, 705 ნახვა
ეკონომიკა
პრეზიდენტი კომპანია VICHY-ს წარმოამდგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში კომპანია VICHY-ს წარმოამდგენლებს ხვდება.
შეხვედრის დაწყებამდე გიორგი მარგველაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და კომპანიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"დღეს საინტერესო შეხვედრაა იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო ჯგუფები საპარტნიორო ფონდთან ერთად ინტერესდებიან საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებით, თანამშრომლობენ ამ მიმართულებით.სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი დიდი პერსპექტივაა ქართული ეკონომიკისათვის, შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას, ეს გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციის პოტენციალს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან