2017-04-18 11:21:11, 661 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებული ცხინვალის „უშიშროების კომიტეტი“ საქართველოს 3 მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ე.წ საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის "უშიშროების კომიტეტი" ავრცელებს.
"17 აპრილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო საქართველოს 3 მოქალაქე დავაკავეთ.
დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები გიორგი ბაბუნაშვილი, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში მცხოვრები 1989 წელს დაბადებულები რევაზ სრესელი და ლევან ბოლათაშვილი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ე.წ უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარეობს მუშაობა, რათა სასაზღვრო სამსახურმა საქმის მასალები სასამართლოს გადაუგზავნოს.
ცნობისთვის, 17 აპრილს ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან