14:52 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 16:09:04, 1675 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სოსო ცინცაძე „გაზპრომზე“: საქართველოსთვის ეს აშკარად წამგებიანი გარიგებაა

„პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, დღესვე გამოვიდეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში  ექსპერტმა სოსო ცინცაძემ მთავრობასა და „გაზპრომს“  შორის მიღებული  შეთანხმება რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.

ექსპერტის შეფასებით, რუსეთისთვის ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე ეკონომიკური.

„წმინდა ბიზნესის და ეკონომიკური ფაქტორის თვალსაზრისით, ეს საქართველოსთვის აშკარად წამგებიანი გარიგებაა. ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა თუ არ გააჩნდა, ნდობის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია დღესვე ოფიციალურად გამოვიდეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ აქ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. პირადად მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ელემენტარულად  რუსეთთან ურთიერთობაში დაშვებული პოლიტიკური შეცდომების ეკონომიკური შედეგი. რუსეთისთვის პოლიტიკა და ეკონომიკა ერთი და იგივეა, აქ დიდი ზღვარი არ არის. ამიტომ რუსეთისთვის ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია, ვიდრე ეკონომიკური, ვინაიდან, „გაზპრომისთვის“ ეს  არის, „სემიჩკა“ როგორც რუსები ამბობენ. რუსეთში, „გაზპრომში“ მშვენივრად იციან, რომ ეს საქართველოსთვის წაგებაა და ეს არის დამსჯელი აქცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ქართული უუნარო დიპლომატიის ეკონომიკური შედეგი“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით, „გაზპრომ-ექსპორტის“ საბოლოო წინადადება განიხილა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics