2017-01-06 14:41:16, 1656 ნახვა
კომენტარი
ზაუტაშვილი ვასილ მაღლაფერიძის არჩევაზე: ამ გადაწყვეტილებას ველოდი
„მე ამ გადაწყვეტილებას ველოდი“, - ასე გამოეხმაურა „მოამბესთან“ საუბარში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი ნინო ზაუტაშვილი.
„მე ამ გადაწყვეტილებას ველოდი. ასე რომ გასაგებია ყველაფერი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას „რეალურ სივრცეში“. საზოგადოებასთან თანამშრომლობას გავაგრძელებ. ამას აკეთებდა „რეალური სივრცე“. ჩვენ „რეალური სივრცე“ ვემსახურებით საზოგადოებას“,-განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.
ახალი გენდირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან