09:12 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 12:34:41, 418 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: სიამოვნებით წარმოვიდგენდი პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს

„მივესალმები პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“  ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე  შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით წარმოიდგენდა პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს.

„მე ვიზიარებ განწყობას იმის თაობაზე, რომ დროა ამ ტიპის ღონისძიებებიდან სხვა ტიპის ღონისძიებებზე გადავიდეთ, დავიწყოთ გადაწყვეტყილებების შემუშავება და მიღება ეს უკვე მომწიფებული თემაა და საჭიროა ძალიან კონკრეტული ინიციატივები. მივესალმები პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი იყოს. კი, ბატონო! - სიამოვნებით წარმოვიდგენდი პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს, ეს იქნებოდა სერიოზული წინსვლა ამ ტიპის დაპირებები და სურვილები ძალიან კარგია, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე. მინდა შეევუერთდე პრეზიდენტს და მივმართო ყვცელა თანამდებობის პირს, ვისი უფლებამოსილებაცაა საკადრო გადაწყვეტილება დავიცვათ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ის სტანდარტი და ბალანსი, რაზეც აქ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში დამკრძალავი კომპანიების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, უკრაინაში რეკორდული დანაკარგის ფონზე.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics