02:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 11:25:17, 3858 ნახვა

კულტურა
გიორგაძე: უამინდობამ და წვიმამ "Maroon 5"-ის კონცერტს გარკვეული "ექშენი" შემატა

გიორგაძის განცხადებით, პროექტი Check in Georgia მუშაობს და ამის დასტური გუშინდელი გრანდიოზული კონცერტი, ტურისტებით სავსე ბათუმი იყო.

მისივე თქმით, უამინდობის მიუხედავად 30 ათასზე მეტი ადამიანი კონცერტზე ბოლომდე დარჩა.

„შეფასება მაყურებელი და მსმენელია, რომელიც გუშინ იქ იყო და რა გამოხმაურებებიც ქონდა გუშინდელ საღამოს. რაც ვნახე, რასაც ვკითულობ სოციალურ ქსელებში, ყველა აღფრთოვანებული და კმაყოფილია. უამინდობამ, წვიმამაც გარკვეული "ექშენი" შემატა ამ საღამოს. მიუხედავად წვიმისა, 30 000 ადამიანზე მეტი კონცერტზე ბოლომდე დარჩა, ისიამოვნა ამ დღით",-აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დამატებითი მიზანი ამ ღონისძიების ეკონომიკური ეფექტი.

"ფაქტია, გუშინ სასტუმროს ყველა ნომერი, რაც კი არის ქალაში, დაჯავშნული იყო, ასევე კერძო ბინები, დიდი და პატარა კაფეები გადავსებული იყო ტურისტებით. გუშინდელმა საღამომ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ Check in Georgia მუშობს და ის პრაგმატული გათვლა, რაც ამ პროექტთან დაკავშრებით მთავრობას გვქონდა, მართლდება“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics