18:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 17:01:28, 1353 ნახვა

სამართალი კომენტარი
ნათია გუჯაბიძე: თაღლითად რომ დავკვალიფიცირდე, სისხლის სამართლებრივი განაჩენი უნდა არსებობდეს

სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი2"-ის საქმეზე მიმდინარე პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიის წევრმა ნათია გუჯაბიძემ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა.  გუჯაბიძის თქმით, იმისათვის, რომ ის თაღლითად დაკვალიფიცირდეს, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც მოსამართლისვე მტკიცებით,  ბუნებაში არ არსებობს.

"მეორე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამავე დროს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ არანაირი სისხლის სამარლრებივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11 წლიანი სამოსამართლეო მოღვაწეობის მანძილზე, არასოდეს არ მიმდინარეობდა. რაც შეეხება საკუთრივ ამ განცხადების სიმძიმეს, მიმაჩნია, რომ ყველა ეს ცრუ ბრალდება მიმართულია როგორც ჩემი, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, ისე მთელი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მასზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის მიზნით",-განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.

გუჯაბიძემ ზოგადად მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უწოდა სიცრუე, თუმცა კონკრეტულად არ უსაუბრია, სახელმწიფოს ხარჯზე უხდიდა თუ არა ბინის ქირას საკუთარ ოჯახს.

ამწუთებში სასამართლოს სააპელაციო სარჩელთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველი პაატა სალია წარუდგენს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადავა.

მანამდე კი, მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზიდან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი გააძევა. კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე - 100 ლარით, თამთა მურადაშვილი - 300 ლარით, დიმიტრი საძაგლიშვილი კი, 500 ლარით დააჯარიმა.

"რუსთავი2"-ის საჩივარი  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხება,  რომლითაც ტელეკომპანიის  წილის 100%  ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics