19:40 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 22:57:10, 915 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა

ჟურნალისტმა გურამ როგავამ TV ფორმულა დატოვა - ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა 
 

მისი თქმით, ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გააგრძელებს.

"ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებ. აქამდეც ძალიან აქტიური კონტაქტი მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილების მიზნით და ამ ძალისხმევას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებ. უკვე მივეცი ჩვენება ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას, ქიმიური მოწამვლის საქმეზე, ასევე ვითანამშრომლე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათ ასევე კონკრეტულად ჩემზე თავდასხმის შესახებ ის მტკიცებულებები გადავეცი, რომელიც ადასტურებს, როგორ აკანონებს „ქართული ოცნების“ კრიმინალური მმართველობა განუკითხაობას, დაუსჯელობას, როგორ ცდილობს კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები ჩამოართვას, მათ შორის - გამოძიების უფლება" | თქვა გურამ როგავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics