04:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 14:29:50, 594 ნახვა

პოლიტიკა
ფასები გვახრჩობს! - თბილისში საპროტესტო მარში დაიგეგმა

გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, პროტესტი მიმართულია მოსახლეობის გაღატაკების გამომწვევი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს "ოცნების" ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას მოუწოდებენ, შაბათს დაგეგმილ მარშს შეუერთდნენ.

ბიძინა ივანიშვილი და მისი მსახურებაში მყოფი რეჟიმი, რომელსაც მიტაცებული აქვს ქართული სახელწიფო, ცდილობს, ქართველი ხალხი ამყოფოს ტოტალური კონტროლის ქვეშ. ამ მიზნის ბოლომდე მისაღწევად ეს რეჟიმი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე, განვითარებული სამყაროსგან იზოლაციას და ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების გაღატაკების გამომწვევი ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ აისახება ქართველ ხალხზე იმისს გათვალისწინებით, რომ ყოველდღიურად იზრდება ფასები და ამავე დროს, შემოსავლები და გასაწევი ხარჯების შეუსაბამობაც იზრდება. ასევე იზრდება საბანკო კრედიტები და ვალები უბრალო ადამიანების. ამავე დროს, ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც უტიფარ ტყუილებზე დაფუძნებული კამპანიის პირობებში ცდილობს ამ ყოვლად საზიანო ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანას და ილუზიის შექმნას, ყველაფრის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უზნეო ფასნამატის შედეგია, ამხელა მახრჩობელა ფასების არსებობა ქვეყანაში თითქოს უბრალოდ ფასნამატის შედეგია. 

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვასთან ერთად ცდილობს, შექმნას ქვეყანაში სიტუაცია, სადაც ფაქტია, რო საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა უკვე იმყოფება აუტანელი სიდუხჭირის ზღვარზე და მიგვიყვანოს იმ მდგოარეობამდე, სადაც, როდესაც ადამიანები საკუთარი თავის და საკუთარი შვილების ლუკმა პურის შოვნით გატანჯული ადამიანები, უბრალოდ, იქნებიან იმ მდგომარეობაში, რომ სხვა რამეზე ზრუნვა და ფიქრი აღარ შეეძლებათ. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, მოგიწოდოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, შემოგვიერთდეთ 14 თებერვალს შაბათის მარშზე და დავანახოთ ამ რეჟიმს, რომ ჩვენ არასდროს შევეგუებით ჩვენი შვილების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი სტუნდეტების, მოხუცებულების, ბავშვების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრას და მათი გაღატაკების პერსპექტივას, - განაცხადა დავით გუნაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics