14:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 10:40:06, 860 ნახვა

მსოფლიო
რუსული ნავთობის ფასი, ტრამპის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ დაეცა

რუსული ნავთობის ფასი, ტრამპის მიერ Роснефть-სა და Лукойл-ზე დაწესებული სანქციების შემდეგ, კიდევ დაეცა. 

სანქციების დაწესების შემდეგ, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის იმპორტი 65%-ით დავარდა, ჩინური ტრეიდერებიც სიფრთხილით უყურებენ რუსულ შავ ოქროს და თანდათანობით დაიწყეს დივერსიფიკაციის პროცესი, პირველილები ამ მხრივ სახელმწიფო კომპანიები იყვნენ. 

ამ ვითარებიდან გამომდინარე, რუსებმა Urals-ის მარკის ნავთობი 4 დოლარით კიდევ გააიაფეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 1 წლის მანძილზე. ამასთან ერთად, ESPO-ს მარკის ნავთობი, რომელსაც ჩინელები ყიდულობენ, Brent-ის მარკის ნავთობთან შედარებით ასევე ფასდაკლებით ივაჭრება. 

რუსული ნავთობის აზიური ბაზარი ახლა ძლიერ პოლარიზებულია - ბარელები იმ სუბიექტებისგან, რომლებზეც ამერიკის დაწესებული სანქციები არ ვრცელდება, პრემიით იყიდება, ხოლო ტვირთები, რომლებიც დაკავშირებულია მიმწოდებლებთან ან ტანკერებთან, რომელზეც ვრცელდება სანქციები - შესამჩნევი ფასდაკლებით ივაჭრება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics