12:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:47:06, 971 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: იმედია, რეზოლუცია ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობის პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რეზოლუცია კონგრესის მიერ ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება.

„ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის დროს, გასული წლის შემოდგომაზე, კონგრესში ჩამოყალიბდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი - ორპარტიული. ამ ორპარტიული მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან მოხდა ინიცირება ამ რეზოლუციის, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერტიორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ზოგადად ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოიხატა ჩემი ვიზიტის ფარგლებშიც სახელმწიფო მდივანის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს და იმედია რეზოლუცია ბოლომდე მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მიერ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics