22:43 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-07 13:51:39, 1296 ნახვა

კომენტარი
ბურჭულაძე - თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო, თუ არადა, მაინც მზად ვარ

"თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო, თუ არადა, მაინც მზად ვარ - თქვა პაატა ბურჭულაძემ სასამართლოს სხდომაზე. 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

4 ოქტომბერს პირველად შეიკრიბა მთელი საქართველოდან წარმომადგენლები და ჩავატარეთ ეროვნული კრება. სოფელი არ დარჩა, საიდანაც ვინმე არ იყო. ერთად მივიღეთ დეკლარაცია, რადგან ვთვლით, რომ საქართველო გადასარჩენია.

ოცნებას უნდა წარმოაჩინოს, რომ აქ ტერორისტები სხედან. ვინ დაიჯერებს, რომ მე ვინმეს რაიმე ძალადობისკენ მოვუწოდებდი. სასახლესთან ხალხს ვაჩერებდი, რომ შეტაკება არ მომხდარიყო. სპრეი მომასხეს და ცუდად გავხდი, სუნთქვა შემეკვრა. კლინიკაში 7 თუ 8 პოლიციელი შემოვიდა და 2 ავტომატით. ბინ ლადენი ნახეთ ჩემში თუ რა ნახეთ. წნევას მიზომავდნენ და ავტომატებით დამადგნენ. მერე იტყვით, ხალხს პოლიცია რატომ არ უყვარსო?თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ, დავისაჯო. თუ არადა, მაინც მზად ვარ. - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics