23:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 11:55:46, 1411 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის

სტამბოლში გამართული შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ რუსეთი „სამშვიდობო მემორანდუმის“ ნაცვლად დრონებსა და რაკეტებს გზავნის, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ იერიშს.

„კიდევ ერთი ხმაურიანი ღამე კიევსა და სხვა ოლქებში. საჰაერო თავდაცვა რუსული საჰაერო იერიშების მოსაგერიებლად განუწყვეტლივ მუშაობს. სტამბოლის შეხვედრიდან ერთი კვირა გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუგზავნია თავისი „სამშვიდობო მემორანდუმი“. ნაცვლად ამისა, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასიკვდილო დრონებსა და რაკეტებს გზავნის. ეს არის რუსეთის პასუხი საერთაშორისო სამშვიდობო მცდელობებზე და ნათელი დასტურია იმისა, რომ სამშვიდობო პროცესის დასაჩქარებლად მოსკოვზე სანქციების გზით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად კიევში 15 ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დღეს ღამით რუსებმა უკრაინას 14 ბალისტიკური რაკეტითა და 250 დრონით შეუტიეს. მათი მთავარი სამიზნე კი ქვეყნის დედაქალაქი კიევი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics