19:27 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-12 18:25:40, 1165 ნახვა

ომი უკრაინაში
Reuters: ჩინელი ოფიცრებირუსეთის ფრონტის ზურგში პეკინის თანხმობით იმყოფებოდნენ

ჩინელი ოფიცრები, პეკინის თანხმობით, რუსეთის ფრონტის ხაზების უკან იმყოფებოდნენ ომის ტაქტიკის შესასწავლად, - იტყობინება Reuters ორი ამერიკელი ოფიციალური პირისა და დასავლური დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროს ცნობით, რუსეთის ჯარში 200-მდე ჩინეთის მოქალაქე იბრძვის - ისინი დაქირავებულები არიან და, როგორც ჩანს, პირდაპირი კავშირი არ აქვთ ჩინეთის მთავრობასთან.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა როიტერს განუცხადეს, რომ ჩინელ სამხედროებს, როგორც ჩანს, აქვთ მინიმალური წვრთნა და მცირე გავლენა ჰქონდათ რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე.

8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დაიჭირეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიაში იბრძოდნენ. ეს მოხდა უკრაინის ტერიტორიაზე - დონეცკის ოლქში. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებს აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიაში ჩინეთის მინიმუმ 155 მოქალაქე იბრძვის.
ჩინეთმა განაცხადა, რომ არ გაგზავნა თავისი ჯარები უკრაინაში რუსეთის მხარეს საბრძოლველად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics