2025-03-14 12:16:36, 1157 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, რადგან უკრაინას სურს მშვიდობა
ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ს წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, რადგან უკრაინას სურს მშვიდობა, პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობას აყენებს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვლადიმერ პუტინის განცხადებას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეთანხმება ზავის იდეას, თუმცა არსებობს ნიუანსები.
როგორც ანდრეი სიბიგა წერს, „ეს არის განსხვავება“.
„ცეცხლის შეწყვეტის აშშ-ის წინადადებაზე უკრაინამ თქვა „დიახ“, იმიტომ, რომ სურს მშვიდობა. პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ თქვას „დიახ“, სხვადასხვა პირობას აყენებს. უკრაინა ომის დასრულებას ცდილობს. პუტინი ომის გაგრძელებას ცდილობს. მისი დანარჩენი სიტყვები მხოლოდ შენიღბვაა“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,