10:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-25 11:30:12, 735 ნახვა

ეკონომიკა
ბაზისბანკი | 2024 წლის პასუხისმგებელი დამსაქმებელი

ბაზისბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თანამშრომლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა.

2023 წლიდან, ბაზისბანკის გაორმაგებულ გუნდზე ზრუნვა და მათთვის საუკეთესო გარემოს შექმნა სტრატეგიულ ამოცანად დასახელდა. შემუშავდა პროექტი „BB ერთობა“, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა ჩართულობის და მოტივაციის ამაღლებას, გუნდური სულისკვეთებისა და ლოიალობის გაძლიერებას. განისაზღვრა სამოქმედო გეგმა და განხორციელდა შესაბამისი ინიციატივებისა და ბენეფიტების იმპლემენტაცია.

„BB ერთობის” ფარგლებში, ბაზისბანკის თანამშრომელთა ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით, 100-ზე მეტი მნიშვნელოვანი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა:

• თემატური სემინარები, შეხვედრები და მასტერკლასები

• ტრენინგებით კვალიფიკაციის ამაღლება

• შიდა და გარე სპორტულ ჩემპიონატებში ასპარეზობა

• კულტურულ და თეატრალურ ღონისძიებებზე დასწრება

• საქველმოქმედო ინიციატივებში ჩართულობა

• შემეცნებითი და საგანმანათლებო აქტივობები 

• ფოტომოყვარულთა ვორქშოფები და კონკურსი

• ბანკში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების და მიღწევების აღნიშვნა 

• გუნდის წევრებისთვის სამოტივაციო აქტივობები

• სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები თანამშრომლებისთვის

2024 წელს, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის - MELIORA-ს წლის „პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ კატეგორიაში, გამარჯვებული მსხვილი კომპანია, ბაზისბანკი გახდა. ბანკი, ასევე წარდგენილი იყო კატეგორიაში „საზოგადოების მხარდაჭერა“, რომელშიც პროექტით „ბაზისბანკი - სოციალური მეწარმოების მხარდამჭერი“, ფინალისტებს შორის მოხვდა.

პროექტ „BB ერთობის“ გარშემო ბაზისბანკმა ოთხი ქართველი მხატვარი გააერთიანა, რომლებიც სერიებზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და საბოლოდ შეიქმნა 1,000 ფრაგმენტი - თითოეული მათგანი თანამშრომლებს საშუალებას აძლევს გახდეს აბსტრქაციის უშუალო მონაწილე. ავტორები ადრესატებს ინტერპრეტაციისა და ინდივიდუალურად აღქმის საშუალებას აძლევენ. ნამუშევრები ერთიან სერიებს - ბაზისბანკის ფილოსოფიის - ერთობის სიმბოლოს ქმნის.

„BB ერთობის” განხორციელების შედეგად გაუმჯობესდა თანამშრომლების კმაყოფილების ხარისხი, გაიზარდა მათი პროდუქტიულობა და კომპანიის მიმართ ლოიალობა. თანამშრომლების გადინების მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. პროექტი ხელს უწყობს ბაზისბანკში უსაფრთხო, თანასწორი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნას, რომელშიც თანამშრომლების საჭიროებები პრიორიტეტულია, ხოლო ერთ გუნდად მუშაობა – სასიამოვნო. სამომავლოდ, თანამშრომლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით, დაგეგმილია პროექტის განახლება და გაფართოება.

ერთობა, ჩვენი ფილოსოფია





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics