13:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 16:33:35, 583 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ცესკო-ს ახალ წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხუთ ახალ წევრს შეხვდა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, გიორგი შარაბიძე, დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ჭიქაბერიძე, გიორგი ჯავახიშვილი, ზურაბ ხრიკაძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღია და დემოკრატიული პროცესის საფუძველზე შეარჩიეს და მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი.

„ვიმედოვნებთ, რომ თითოეული მათგანი კომპეტენციით, გამოცდილებითა და ნეიტრალობით ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში და საზოგადოების ნდობის დამსახურებას“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ.

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics