10:12 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 17:20:17, 530 ნახვა

რეგიონი
„ჩანგი“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის გრან-პრის მფლობელია - ანსამბლის წევრებს ქედის მერი შეხვდა

ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი "ჩანგი" სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან და მოადგილე მამუკა ფარტენაძესთან ერთად, სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელს ირინა დევაძეს, ანსამბლ "ჩანგის" ხელმძღვანელს, ნაზი სურმანიძეს და ფოლკლორული ანსამბლის წევრებს შეხვდა. 

"ოლიმპიადა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, პირველი შესარჩევი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტებში გაიმართა, რომელშიც 69 ფოლკლორული ანსამბლი: 30 ხალხური ცეკვის და 39 ხალხური სიმღერის ანსამბლი მონაწილეობდა. მეორე ეტაპში 33 ანსამბლი მონაწილეობდა.

კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად 17 ანსამბლი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებით დაჯილდოვდნენ.

ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ "ჩანგს" დაუფინანსდება გასტროლი და ეროვნული სასცენო სამოსი. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანსამბლ "ჩანგს" და მის ხელმძღვანელს უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის მიღებას და წარმატებებს უსურვებს!" - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics