14:57 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 17:38:54, 1052 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 16 თებერვლიდან გაამკაცრებს

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძალაში 16 თებერვალს შევა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, სანქციების ამოქმედების თარიღი, მინსკში დაგეგმილი ოთხმხრივი მოლაპარაკებების გამო გადაიდო.

„რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მათი ამოქმედება მინსკში დაგეგმილი ოთხმრივი მოლაპარაკებების შედეგებზეა დამოკიდებული“,-განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა.

შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს მინსკში ოთხმხრივი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც  მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და რუსთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics