16:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 22:20:06, 1519 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი - ქართული სასამართლო სხდომა ტოტალური ხუმრობა აღმოჩნდა, მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი

მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები ციხეში ყველა სასიკვდილო დაავადებით და სასამართლოს განაჩენით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.

მისივე თქმით, ქართული სასამართლო სხდომა მასობრივი ხუმრობა აღმოჩნდა, და შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეაქო საქართველოს მთავრობა. მან დასძინა, რომ პუტინი თავის მუქარას, როგორც ჩანს თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს.

"ქართული სასამართლო სხდომა ტოტალური ხუმრობა აღმოჩნდა. მეორეს მხრივ, ჩვენი მტკიცებულება ეფუძნებოდა დეტალურ გამოკვლევას წამყვანი ექიმების გუნდის მიერ აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და საქართველოდან. თითქმის ყველა მათგანმა მნახა, ზოგმა რამდენჯერმე. მთავრობის ექსპერტებს არ შეუწუხებიათ თავი, რომ ერთხელ მაინც ვენახე, მაგრამ სასამართლომ დაუჯერა მათ და არა საერთაშორისო გუნდს, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატი იყო და რომელმაც თქვა: თუ ციხეში დავრჩები, მოვკვდები.

ასე რომ, ახლა, მე ფაქტობრივად მივიღე სასიკვდილო განაჩენი და დავრჩები ციხეში ყველა სასიკვდილო დაავადებით და სასამართლოს განაჩენით, რომელსაც მსოფლიოში არავინ აღიარებს, რუსეთის გარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ლავროვმა ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეაქო საქართველოს მთავრობა და მეც დამესხა თავს. პუტინი დამპირდა, რომ ყვ**ებით დამკიდებდა და როგორც ჩანს ამას თავისი მარიონეტული რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით აკეთებს", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics