2023-01-30 17:28:33, 1423 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
30 იანვარს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შეხვედრა ქვემო გომის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სამი სოფლის მოსახლეობასთან გამართეს.
კასპის მერიის ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხმათა უმრვლესობით პრიორიტეტად შემდეგი პროექტების განხორციელება შესთავაზეს:
- სოფელი ქვემო გომი: ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა; ყოფილი საჯარო სკოლის ეზოს შემოღობვა.
- სოფელი ნიაბი: საფეხბურთო მოედნის შემოღობვა; გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა.
- სოფელი ბორტა: გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორების მოწყობა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),