01:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 10:53:33, 1583 ნახვა

რეგიონი
კასპში, სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საბავშვო ბაღს ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ და აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მადლობა გადაუხადა „ქალთა სახლების“- კოორდინატორს ეკა ჩახნაშვილს და ასევე, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. 

"იგოეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. მიუხედავად ყველა არსებული პირობისა და კომფორტისა, ბავშვებისთვის სათამაშოები მართლაც დროული და საჭირო საჩუქარია.“ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა. 

როგორც ეკა ჩახნაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია 2017 წლიდან დღემდე უცხოელი დონორების დახმარებით საქართველოს მასშტაბით ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა. ამასთან ერთად, ყოველ წელს პროექტის „სამარიტელთა ქისა„ -ს ფარგლებში ბავშვებს ასაკის მიხედვით ასაჩუქრებს საბავშვო სასაჩუქრე ყუთებით. აღინიშნა ისიც, რომ იგოეთის საბავშვო ბაღთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics