11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 01:12:10, 2162 ნახვა

კომენტარი
ჯო ბაიდენი - თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მზად ვართ, საპასუხო დარტყმისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას რუსეთმა, იქნება ეს დიპლომატია თუ თავდასხმა, აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მზად იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

"რაც არ უნდა მოხდეს, აშშ მზადაა. ჩვენ მზად ვართ, რომ დიპლომატიით ჩავერთოთ რუსეთთან და ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად გავაუმჯობესოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება მთლიან ევროპაში. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, რისი შესაძლებლობაც ჯერ კიდევაა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეს იყო ჩვენი მიდგომა და ეს დარჩება ჩვენ მიდგომად ახლა.

თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ამას საერთაშორისოდ დაგმობენ, მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა არასაჭირო სიკვდილი და დესტრუქცია აირჩია. უკრაინაში შეჭრა იქნება თვითდამაზიანებელი ჭრილობა", — განაცხადა ბაიდენმა.

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics