01:18 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-02 17:04:59, 864 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერის შეფასებით, ლარის კურსის ცვალებადობა, საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია.
შესაბამისად, მისივე თქმით, ქვეყანაში ლარის კურსის ცვალებადობა, საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
„2 წლის წინ იმის პროგნოზირება, რომ უკრაინაში იქნებოდა ომი, ეკონომიკური კრიზისი, რომ რუსეთში იქნებოდა პრობლემები და კრიზისი, ამის წინასწარ განჭრეტა არავის სძალუძს. შესაბამისად, ჩვენ მივდივართ გეგმის მიხედვით. ის, რომ ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და წინა წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.7–4.8% დაფიქსირდა,  ეს არის ძალიან დიდი წარმატება, იმ ვითარებაში, როცა წამყვანი ევროპული სახელმწიფოების და წარმატებული ეკონომიკის ქვეყნების ზრდა 3%-ზე დაბალი იყო. წელს ასევე ვგეგმავთ მნიშვნელოვან ზრდას.
ჩვენ ვართ მიერთებული მსოფლიო ეკონომიკასთან. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოსთვის მაქსიმალურად წარმატებული წელი იყოს. თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა დამოკიდებულები ვართ საგარეო ფაქტორებზე, რაც განმსაზღვრელია იგივე ლარის კურსის, ეკონომიკური ზრდის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ლარმა გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ ეტაპზე 1 დოლარის ღირებულება 2.05 ლარია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics