13:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 13:35:43, 529 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე ჯარიმების გაუქმებაზე - მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში გაკეთდებოდა

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კოვიდრეგულაციების გამო დაწესებული ჯარიმების გაუქმება მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, სექტემბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე გაკეთდებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, როდესაც პროცესი გადავლილია, ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და მიიჩნევს, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ნებისმიერ ამნისტიაში თავისი არსით არის უსამართლობის მარცვალი, ამნისტია ეხება სამართალმდრღვევს და ასეთ დროს, გარკვეული უსამართლობა ყოველთვის არის, ნებისმიერ ამნისტიას ეს ახასიათებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, კოვიდმა სხვადასხვა ფორმით დააზარალა ადამიანები, მათ შორის, სამართალდამრღვევებიც და როდესაც ეს პროცესი არის უკვე გადავლილი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ხელისუფლებას მართებდა ამაზე მსჯელობა და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოსყიდვის ინტერესი რომ ყოფილიყო, გაკეთდებოდა მაგალითად სექტემბერში ეს ყველაფერი, მაგრამ გაკეთდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ტარდება თვითმმართველობის არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics