2021-06-03 18:05:35, 1249 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონატზე - გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება
მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, რადგან აქ საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის საჯაროობისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს.
„დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. გამჭვირვალე და საჯარო უნდა იყოს ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება. აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება, რათა როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,