2015-06-26 17:55:25, 1216 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში რადიკალი ისლამისტების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა ლიონში გაზის ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, რომელიც, სავარაუდოდ, ისლამისტურმა დაჯგუფებებმა მოაწყვეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ანტი-ტერორისტულმა პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.
თვითმხილველების თქმით, თავდასხმა ორმა კაცმა მოაწყო, რომლებსაც ხელში არაბული წარწერის მქონე დროშა ეკავათ.
ფრანსუა ოლანდი ევროკავშირის სამიტს დღეს საღამოს დატოვებს და საფრანგეთში დაბრუნდება, გამომგზავრებამდე კი, სავარაუდოდ, პრესკონფერენციას მოაწყობს. შემთხვევის ადგილს ეწვევა შინაგან საქმეთა მინისტრიც.
ფრანგული მედია სააგენტოს ცნობით, არაბული წარწერა მსხვერპლის თავზეც იყო გაკეთებული. საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ქვეყნის მნიშვნელოვან წერტილებში უსაფრთხოების დამატებითი ძალების კონცენტრაცია მოახდინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან