03:57 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-31 16:08:44, 830 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე: "აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს

"აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი" ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, დავით ლეჟავამ განაცხადა.

„ესაა ახალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა განხორციელდეს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. სწორედ ამიტომ, საქართველომ გამოხატა ინტერესი, როგორც დამფუძნებელი ქვეყანა შეერთებოდა აღნიშნულ ბანკს. ეს მოგვცემს საშუალებას, სხვა ქვეყნებთან ერთად ვიმუშაოთ სადამფუძნებლო დოკუმენტებზე, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენი ინტერესები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. 

მისი თქმით, სადამფუძნებლო დოკუმენტებზე მუშაობა ახლა იწყება და 2015 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. 

„ვფიქრობთ, ბანკის ინვესტიციები საქართველოში, მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად. აღნიშნული ბანკი  ახალ შესაძლებლობებს შესძენს განვითრებად ქვეყნებს და ასევე ითანამშრომლებს უკვე არსებულ დონორ ორგანიზაციებთან", - აღნიშნა დავით ლეჟავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics