00:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 09:43:21, 784 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აჭარის ქვედანაყოფების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს. უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მ.იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics